კლიენტები

ნეტკრედიტ ჯგუფი

NetCredit Group მა თავისი მოღვაწეობა 2009 წელს ლატვიაში დაიწყო, სახელით OpenCredit შემდეგ  პოლონეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და საქართველოში როგორც უკვე ცნობილია NetCredit-ი სახელით.

საქართველოში კომპანიამ მუშაობა დაიწყო 2014 წელს, იგი ინტერნეტის მეშვეობით გასცემს კრედიტებს ფიზიკურ პირებზე. საქართველოში საკრედიტო პორტფელი ყოველთვიურად 30% ით იზრდება. თუ შევადარებთ NetCredit Group-ის საკრედიტო პორტფელებს პოლონეთს, ლატვიასა და საქართველოს, საქართველოში - ყველაზე დისციპლინირებული პირველი კრედიტ კლიენტები არიან, რომელთა 91% მთლიან კრედიტს ხელშეკრულებით გაწერილ დროში ფარავენ.

კრედიტზე მოთხოვნების განსახილველად და დასამუშავებლად NetCredit Group-მა შეიმუშავა კომპიუტერული ალგორითმი, რომელიც ისწავლება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მუდმივად იხვეწება.

"თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება საზღვრავს იმას, თუ რამდენად ჩქარა და წარმატებით მუშაობს ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ეგრეთ წოდებული self-learning scoring ის სისტემით, რომელიც იძლევა საშუალებას კლიენტებს შესთავაზოს მოსახერხებელი და იაფი მომსახურება. მისი უპირატესობაა - სესხი კლიენტამდე მიდის უფრო სწრაფად ვიდრე ეს ადრე ხდებოდა, ამას გარდა, მომსახურების საფასური დაბალია, იმდენად რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ბევრად ეფექტურად შევაფასოთ სესხის პარამეტრები. ახალი ტექნოლოგიების ყოველდღიური გამოყენება - ჩვენი ორგანიზაციის განუყოფელი ნაწილია" - ამბობს არმანდს ბროკსი, NetCredit Group-ის ხელმძღვანელი.