კლიენტები

შპს „ას ჯორჯია“ (დირსი)

უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის თანახმად, მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიან წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზებაზე. ცდილობენ რა დაამკვიდრონ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი“, „ხარისხიანი გარემო“, „ერთიანი ურბანული სივრცე მსგავსი ინიციატივით, 2011 წელს, საქართველოში, შემოვიდა აზერბაიჯანული კომპანია AS Group Investment, რომელმაც დააფუძნა შვილობილი კომპანია AS Georgia და 2012 წელს, დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსი Dirsi-ს მშენებლობა.

Dirsi - ეს არის „მინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ინჟინერული ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები და ა.შ. Dirsi ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4898 ბინას დასრულებული რემონტით.