კლიენტები

შპს „აერკომპანი“

2007 წელს დაარსებული, საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსირების სფეროებში სპეციალიზირებული კომპანიების ჯგუფში ინტეგრირებული კომპანია ”აერკომპანი”-ს საქმიანობა დაკავშირებულია თხილის მოყვანასა და გადამუშავებასთან.

წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებისაკენ სწრაფვამ და უწყვეტმა ინვესტირებამ ”აერკომპანი” წამყვან ქართულ კომპანიად აქცია თავის სექტორში.

პლანტაციები და საწარმოო ერთეულები განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ კახეთის მიწაზე ისე, როგორც ქართული თხილის განაშენიანების გულში სამეგრელოში.

ჩვენი სტრატეგია ემყარება ნედლეულის ხარისხის კონტროლს და ჩვენი პროდუქციით მომარაგების მთელ სისტემაზე მეთვალყურეობას. ჩვენი პროდუქციით მარაგდება მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ჩვენ ვეყრდნობით რისკების მართვის მენეჯმენტს და არა საბირჟო სპეკულაციასთან დაკავშირებულ ნედლეულზე ფასების ცვალებადობას.

ჩვენი ფაბრიკები აღჭურვილია კონტროლის ინსტრუმენტის აფლატოქსინის (Toximet) ბოლო ტექნოლოგიური მიღწევებით და ჩვენ ვმართავთ ჩვენს ქიმიურ კონტროლს ჩვენსავე ლაბორატორიებში.

აერკომპანი” არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც წარმართავს თავის წარმოებას HACCP გარანტირებული სისტემით და ცდილობს დააკმაყოფილოს ISO22000, ოღონდ 2014 წლის ბოლოსათვის.

ჩვენ ვახორციელებთ მუდმივი და მდგრადი ადგილობრივი სწავლების პროგრამას და გვაქვს მჭიდრო კონტაქტი იმ მწარმოებლებთან, ვისთან ერთადაც ვიზიარებთ თხილის პროგრესს და მომავალს ჩვენს ქვეყანაში.