კლიენტები

სოკარ ენერჯი ჯორჯია

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უახლოესი პარტნიორია რეგიონში. სატრანსპორტო კომუნიკაციების უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ჩვენს ქვეყანას ევროპასთან აკავშირებს. ამგვარი ურთიერთობების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ “სოკარმა” უდიდესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება სწორედ საქართველოში წამოიწყო.

უკანასკნელ პერიოდში ამოქმედდა “სოკარის” შავი ზღვის ტერმინალი ყულევში, საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება. საქართველოში ასევე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მოღვაწეობას დადებითად აფასებს და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე მოსახლეობა.

კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი დასტურია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, რომლის თანახმად ქვეყნის 29 რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი “სოკარის” მმართველობაში გადმოვიდა. ჩვენ მზად ვართ ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ფორმირებასა და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.