კლიენტები

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია

შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” დაარსდა 1996 წელს. საქმიანობის დასაწყისში, კომპანიის ძირითადი მიმართულება იყო შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებში სატრანზიტო ტვირთების (უმეტესწილად ბამბის ტრანზიტი) ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ფოთის პორტის გავლით. სერვისის მაქსიმალური ეფექტურობისა და სრულყოფისთვის 1996 წელს კომპანიამ დააარსა ქ. ფოთში საკონტეინერო ტერმინალი.

90-იანი წლების ბოლოს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ შევიდა გენერალური და საპროექტო ტვირთების ლოგისტიკის ბაზარზეც. ამჟამად, კომპანიას უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია სატვირთო გადაზიდვების რეგიონალურ ბაზარზე და სთავაზობს კლიენტებს ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანია თანამშრომლობს მრავალ უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციასთან და განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 10 ჰექტარ ტერიტორიაზე. ტერმინალზე დამონტაჟებულია 8 ერთეული „ჯოჯგინა“ტიპის ამწე, თითოეულის ტვირთამწეობაა – 55-65 ტონა. ტერმინალს აქვს 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხი და მის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 500 კვ.მ. დახურული საწყობი. ტერმინალში მუშაობს 225 ადამიანი.

ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის და ბათუმის პორტებში. ტერმინალის ტერიტორია გაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო გზებით.

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს გახსნილი აქვს წარმომადგენლობები ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, თბილისის სარკინიგზო-საკონტეინერო ტერმინალში და თანამშრომლობს ქვეყანაში არსებულ მსხვილ საბაჟო და კომერციულ ტერმინალებთან. სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ორგანიზებით კომპანიაში დაკავებულია 37 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ დაარსებიდან დღემდე განავითარა ძლიერი პარტნიორული ქსელი უცხოურ ცნობილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებთან. კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს მის მიერ განხორციელებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი და 18 წლიანი მოღვაწეობა სატვირთო ლოგისტიკის საქმიანობაში.