კლიენტები

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი

შპს. „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია – ფოთი“ დაარსდა 1996 წელს.

კომპანია ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 15 ჰექტარ ტერიტორიაზე.

ტერმინალზე დამონტაჟებულია 7 ერთეული „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა – 55-65 ტონა, ასევე ტერმინალს გააჩნია საკუთარი რიჩსტაკერი, თანამედროვე დამტვირთველები და თბომავალი, რომელიც გადაადგილდება შიდა 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხში. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 500 კვ.მ. დახურული საწყობი, ასევე 1600 კვ.მ. გადახურული ბაქანი სარკინიგზო ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთად და პირიქით.

ტერმინალს გააჩნია შესაძლებლობა ერთდროულად შეინახოს დაახლოებით 25000 ტონა ბამბა ან სხვა ტვირთი და 4000 ერთეული კონტეინერი. სულ ტერმინალში დასაქმებულია 300 ადამიანი.

ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის და ბათუმის პორტებში. ტერმინალის ტერიტორია გაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო გზებით.

  • საქმიანობა – სასაწყობო-საკონტეინერო ტერმინალის ოპერირება, ტვირთების დასაწყობება-შენახვა;
  • უდიდესი სასაწყობო-საკონტეინერო ტერმინალი ფოთში
  • პერსონალი – 300 ადამიანი
  • ტერმინალი ექსკლუზიურად ემსახურება ისეთ საზღვაო ხაზებს როგორებიცაა: CMA-CGM, ZIM Line, Arkas Line, ასევე ყველა იმ ხაზს რომელიც ოპერრიებს ფოთის ფორტში, MAERSK LINE, MSC, CSAV/Norasia, EVERGREEN, CHINA SHIPPING და სხვა.
  • სამუშაო საათები: ტერმინალი ყველდღიურად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, მათ შორის დასვენების დღეებშიც.
  • სერტიფიცირება: მენეჯმენტის ხარისხი ISO9001:2008;
    გარემოს დაცვის სტანდარტი ISO14001;
  • 24 საათიანი მეთვალყურეობა ტერმინალზე ხორციელდება განთავსებული 60 ერთეული ვიდეო კამერის დახმარებით