კლიენტები

ისთ გეით გრუპი

“ისთ გეით გრუპი” 1996 წელს დაარსებული ჰოლდინგური ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა პროფილის კომპანიებს აერთიანებს და რომელსაც წარმატებული ბიზნესის შენების დიდი გამოცდილება აქვს საქართველოში.

ჰოლდინგი “ისთ გეით გრუპის” ინტერესთა სფეროს წარმოადგენს სრული ლოჯისტიკური სერვისი, საბაჟო-სატერმინალო მომსახურება, საავიაციო საწვავის მიწოდება, უძრავი ქონების მართვა.

ისთ გეით გრუპ-ში შემავალი კომპანიებია:

  • შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“
  • შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“
  • შპს „სი ემ ეი-სი ჯი ემ საქართველო“
  • შპს „ჯორჯიან პეტროლიუმი“
  • შპს „თეთრი ქალაქი“

ჰოლდინგი მუდმივად ზრუნავს ახალი სიანვესტიციო პროექტების მოზიდვაზე, მათ გაფართოებასა და მდგრად ბიზნესად ჩამოყალიბებაზე, ასევე არსებული ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაზე.
სამეთვალყურეო საბჭო და უმაღლესი მენეჯმენტი მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მასში შემავალი კომპანიების მუშაობაზე და განვითარების ტემპებზე , “ისთ გეით გრუპი” ცდილობს სრულყოს და გააუმჯობესოს ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მომსახურების ხარისხი, ამიტომ კომპანიების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული განვითარებისთვის ყოველწლიურად მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.

ჰოლდინგის თანამშრომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და ამჟამად ეს რიცხვი 400-ს აღემატება.