კლიენტები

ორბი ჯგუფი

"ORBI GROUP" წარმოადგენს საქართველოში ლიდერ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას. ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს 550 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. კომპანიაში მუშაობს 5 750 ადამიანი.

კომპანია მშენებლობის პროცესში მსოფლიო ბრენდებთან ერთად იყენებს საკუთარ ადგილობრივ წარმოებას: ქარხანა "ORBI BETONI" აღჭურვილია თანამედროვე ევროპული მოწყობილობებით, და მოცულობის მიხედვით — რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტების ბეტონის წარმოებაში. ასევე "ORBI GROUP"-ს აქვს საკუთარი ქვის სამსხვრევი ქარხანა.

ქარხანა "ORBI 2000" ( REHAU-ს და REINARS-ის ოფიციალური პარტნიორი) – აწარმოებს მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მეტალო-პლასტმასის კარებს და ფანჯრებს. ქარხანა აღჭურვილია გერმანული ფირმების "URBAN", "GRAULE" და "ELUMATEC" უახლესი მოწყობილობებით.

წარმატებული ქართული ბრენდის სავიზიტო ბარათია: მოკლე ვადები, ხარისხი, სწორი სტრატეგია, ეფექტური მართვა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

"ORBI GROUP"-ის ყველა პროექტი ფინანსდება საკუთარი კაპიტალით. კარგი მენეჯმენტისა და მართვის სწორი ფუნქციის წყალობით, კომპანიამ შეძლო საკრედიტო რესურსების გარეშე განეხორციელებინა თავისი ბიზნესის განვითარება.