კლიენტები

შპს სითი ლოფტი (rooms hotel Georgia)

არქიტექტურულ ნიუანსებს რომ თავი დავანებოთ, რუმს ჰოტელ თბილისის მთავარი დამახასიათებელი თვისება ბრწყინვალე რესტორანია. ამერიკელი მთავარი მზარეულის, ფრანჩესკო მანალოს მეთვალყურეობის ქვეშ მზადდება დელიკატურად შერჩეული ამერიკული მენიუს კერძები. მზარეულმა საკუთარი უნარ-ჩვევები და სახელოვნებო ტექნიკა ნიუ იორკის ტოპ რესტორნებში დახვეწა. ჩვენ ვიყენებთ ახალ, ადგილობრივ სეზონთან შესაბამის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს. ღია სამზარეულო შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს დააკვირდნენ საკვების მომზადების პროცესს და ნახონ, რამდენად  ოსტატურად მზადდება საბოლოო პროდუქტი.

სასტუმრო რუმს ჰოტელ თბილისი არის ადგილი, სადაც ადამიანებს უბრალოდ შეუძლიათ ისიამოვნონ ცხოვრების თითოეული წამით, სადაც 2 საათიანი საუზმე გაგრძელებულია 24/7 სერვისში. სამზარეულო, რომელიც ცალკე შესასვლელით არის აღჭურვილი, პოპულარულია არამარტო სასტუმროს სტუმრების, არამედ ნებისმიერ ადამიანში, ვისაც სურს აღმოაჩინოს შესანიშნავი ადგილი კვებისთვის, დალევისა და სოციალიზაციისთვის.