კლიენტები

სოკარ ჯგუფი

შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ 

საქართველო აზერბაიჯანის რესპუბლიკის უახლოესი პარტნიორია რეგიონში. სატრანსპორტო კომუნიკაციების უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ჩვენს ქვეყანას ევროპასთან აკავშირებს. ამგვარი ურთიერთობების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ “სოკარმა” უდიდესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება სწორედ საქართველოში წამოიწყო.

უკანასკნელ პერიოდში ამოქმედდა “სოკარის” შავი ზღვის ტერმინალი ყულევში, საიდანაც დაუმუშავებელი ნავთობისა და საწვავი პროდუქტების დასავლეთში ტრანსპორტირება ხორციელდება. საქართველოში ასევე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მოღვაწეობას დადებითად აფასებს და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე მოსახლეობა.

კეთილგანწყობის ყველაზე ნათელი დასტურია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანება, რომლის თანახმად ქვეყნის 29 რეგიონში მოქმედი გაზის სადისტრიბუციო ქსელი “სოკარის” მმართველობაში გადმოვიდა. ჩვენ მზად ვართ ორ მეზობელ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის ფორმირებასა და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ.

 

 სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ დაფუძნებული "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შვილობილი კომპანიაა.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნავთობინდუსტრიაში 2006 წლის სექტემბერში გამოჩნდა. მისი საქონელბრუნვა ყოველთვიურად რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. კომპანიის ძირითად ამოცანას საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი, სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ექსპორტირება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიამ 2008 წელს საცალო ქსელის განვითარება დაიწყო. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 114 სადგური (105 ავტოგასამართი სადგური ( 20 კომბინირებული СNG და ბენზინი), 8 CNG და 1 LPG) (აგს) ფუნქციონირებს. 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოს ტერიტორიაზე 120-მდე აგს-ის გახსნა იგეგმება, სადაც მომხმარებელთა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მომსახურებისთვის ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული. 2009 წელს დაინერგა ინტეგრირებული სატალონე და საბარათე სისტემები. კომპანიაში ამჟამად 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ახლო მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. საერთო ჯამში, 2006-2013 წწ კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ 1 123 824 431.00 ლარი შეადგინა.


miniloqo სოკარ ჯორჯია გაზ              

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მიერ დაფუძნებული შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" შვილობილი კომპანიაა. კომპანია 2007 წლის ივნისში დაფუძნდა საქართველოს ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით. კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზის სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაციის შესახებ" (საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 მაისის №306 განკარგულება).
კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურული ეტაპის გავლის შემდეგ შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" დაეკისრა როგორც გაზის დისრტიბუცია (განაწილება), ისე გაზიფიკაციის მასშტაბური პროგრამის რეალიზაცია - 30-მდე ქალაქსა და რაიონში გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა. 440 000 მომხმარებელ არის  ჩაერთული საერთო ქსელში და მიიღო ბუნებრივი გაზი.
2008 წლის მაისიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მოღვაწეობა ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე დაიწყო. კომპანიის საერთო ინვესტიცია 215 მლნ. დოლარს აღწევს. 5300 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი არის აშენებული.
მთლიანად კომპანიაში (ფილიალებისა და ადგილობრივი მეურნეობების ჩათვლით) 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.


 სოკარ ჯორჯია სექიურითი  

შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითი" შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა. ის 2007 წლის 6 აგვისტოს დაფუძნდა და ფუნქციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. კომპანიაში 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
შპს "სოკარ ჯორჯია სექიურითის" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: ტერმინალის, ბენზინგასამართი სადგურების, კომპანიის ცალკეული ოფისებისა და ობიექტების უსაფრთხოება და კონტროლი; ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა.
დღეის მდგომარეობით მისი დაცვის ქვეშ იმყოფება 130-ზე მეტი ობიექტი.