კლიენტები

ფუდსერვისი

კომპანია ფუდსერვისი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ადგილობრივი კვების პროდუქტების შესყიდვა, დისტრიბუცია და ლოჯისტიკა, აგრეთვე კვების პროდუქტების იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან.  ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული და სერთიფიცირებული პროდუქციით, ფუდსერვისი ლოჯისტიკის და  დისტრიბუციის სფეროში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება. 

ფუდსერვისის პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანიას გააჩნია საკმაოდ დიდი ავტოპარკი და გამართული სასაწყობე მეურნეობა თბილისსა და ქუთაისში, რამაც ძირითადათ განაპირობა ჩვენი კომპანიის სადისტრიბუციო საქმიანობის ხარისხიანად და ეფექტურად წარმართვა. 

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. ამისათვის ყველანაირი პირობაა შექნილი. კომპაანიის საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. 
ჩვენთან მუშაობენ საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე. 

კომპანია აქცენტს მუდმივ განვითარებაზე აკეთებს. სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში ჩვენს კომპანიაში ინერგება ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. ინფრაწითელი შრობის ხაზის მეშვეობით, მოხდება ხილისა და ბოსტნეულის გაშრობა-გადამუშავება. ამ ტექნოლოგიით პროდუქტი ინარჩუნებს 95% სასარგებლო თვისებებს. 
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც კომპანია განახორციელებს ხილისა და ბოსტნეულის შოკური გაყინვის მეთოდია. პროდუქტი თავსდება შოკური გაყინვის კამერებში -35C ტემპერატურაზე. ახალი მეთოდები, რომლებიც უკვე აპრობირებილია დასავლეთში, მალე საქართველოშიც ხელმისაწვდომი იქნება.