კლიენტები

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ|გრუპ

 

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group დაარსდა 2005 წელს. დღეისთვის ჯგუფის მართვაში შედის 5 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი როგორც თბილისში ასევე მის ფარგლებს გარეთ (ყვარელი).

m|group პირველი მენეჯმენტ ჯგუფია აღმოსავლეთ ევროპის HoReCa სექტორში, რომელიც 2008 წელს გახდა HACCP -ის კონცეფციით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO9001 : 2000 სერტიფიკატის მფლობელი.

მისია

m|group მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტ ჯგუფია, რომლის მისიაა ქართველი მომხმარებლისთვის დასავლური სტანდარტების დანერგვა, მიზანზე ორიენტაცია, სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლისთვის მუდმივი ინოვაციის შეთავაზება.

 

ხედვა

m|group არის ლიდერი ბრენდი ქართულ HoReCa სექტორში. აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებასა და გამყარებაში ხელს გვიწყობს შემდეგი სტრატეგიული პრინციპები:

  • კონკურენტული უპირატესობებისა და ბაზრის პოტენციალის განვითარება

  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის, პროდუქტის და ატმოსფეროს შექმნა

  • მომხმარებლის მოთხოვნების სისტემატიური შესწავლა და დაკმაყოფილება

მიზანი

ჯგუფის მიზანია ძლიერი, ლიდერი, ნოვატორული ბრენდის პოზიციის შენარჩუნება და ბაზრის წილის დინამიური ზრდა, რომელიც დღეისათვის პრემიალური კლასის HoReCa სექტორში შეადგენს 40%.