კლიენტები

ჯორჯიან მანგანეზი

საწარმო ახორციელებს მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვებას და გადამუშავებას ჭიათურისა და საჩხერისრაიონებში. 1993 წელს საწარმოო გაერთიანება «ჭიათურმანგანუმის» ბაზაზე, შეიქმნა სს «ჭიათურმანგანუმი». «ჭიათურმანგანუმის» პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2005 წლის 13 იანვარს გაიხსნა საწარმოს გაკოტრებისსაქმის წარმოება. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისსამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულისმოპოვების უფლებასთან ერთად სს “ჭიათურმანგანუმის” აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში ვაჭრობის ერთადერთმამონაწილემ - Georgian Manganese Holding Limited-მა გაიმარჯვა.