კლიენტები

შპს ალტაოქეი

კომპანია "ალტა" დაფუძნდა 1997 წელს. კომპანიამ თავისი საქმიანობა განავითარა ოთხი ძირითადი მიმართულებით: საცალო და საბითუმო ვაჭრობა, კორპორატიული კლიენტების მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა და ქსელების პროექტირება და მონტაჟი. დღეს "ალტა" ლიდერია საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერებისა და საოფისე მოწყობილობების, აქსესუარებისა და ქსელური მოწყობილობების საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

"ალტა" აფართოებს გაყიდვებისა და სერვის ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით უზრუნველყოს მომხმარებელი. "ალტა"-ს გააჩნია რამოდენიმე სავაჭრო და სერვის ცენტრი თბილისში. ადგილობრივი ბიზნეს-პარტნიორების დახმარებით კომპანია საქმიანობას წარმართავს საქართველოს ქალაქებში: ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ბორჯომსა და თელავში.

"ალტა" ახორციელებს მნიშვნელოვან მზა გადაწყვეტილებებს საფინანსო ინსტიტუტებისათვის, რაც შეეხება: ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების ცენტრალიზაციას; სისტემის ინფორმაციით მოქნილად შევსების უზრუნველყოფას; პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტური სტრუქტურის შექმნას; სისტემის რესურსებთან უნიფიცირებული დაშვების უზრუნველყოფას ადგილობრივი და ფართომასშტაბიანი ქსელების საშუალებით; საინფორმაციო სისტემის მთლიან სისტემურ კომპონენტებსა და დანართებს (applications) შორის ინტეგრაციის სტანდარტული მექანიზმების გამოყენებას. "ალტა" აგრეთვე ქმნის კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სისტემებს, სტრუქტურულ საკაბელო სისტემებსა და ინფორმაციის შენახვის სისტემებს.

ჩვენი კორპორატიული მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს ინოვაციური "საინფორმაციო ტექნოლოგიები"