კლიენტები

სმაილი

კომპანია „სმაილი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად კომპანია წარმოდგენილი იყო Panasonic-ის ბრენდული მაღაზიებით. ბაზრის გაფართოვებიდან და მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოგვიანებით გაიზარდა როგორც პარტნიორი ბრენდების, ასევე ტექნიკის არჩევანი. შესაბამისად კომპანიაც გაფართოვდა და უკვე „სმაილის“ სახელით წარსდგა ბაზარზე.

“სმაილის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აუდიო-ვიდეო, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების საცალო ვაჭრობა.

კომპანია ოფიციალური დისტრიბუტორია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა:

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით „სმაილი“ 13 მაღაზიას აერთიანებს.

საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებული ასორტიმენტი, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს „სმაილის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, მსოფილო ბრენდების ფართო არჩევანი, ტექნიკის მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი და მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია - წარმატებისკენ!