კლიენტები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ზიპ კრედიტი

ზიპ კრედიტი სვისს კაპიტალის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებული ბრენდია, რომელიც გთავაზობთ 5000 ლარამდე სამომხმარებლო (უზრუნველყოფის გარეშე) სესხს, ნაღდი ფულით! 

 

ზიპ-ი პირველი ბრენდია საქართველოს ბაზარზე რომელიც სამომხმარებლო სესხს  36 თვემდე ვადით გასცემს. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით ზიპ კრედიტი არ ცდილობს თქვენი ფინანსური ვალდებულებები ცოტა ხნით გადაავადოს, არამედ ჩვენი ამოცანაა რომ დაგეხმაროთ ვალდებულებების ეფექტურ და სამუდამო გასტუმრებაში.

 

სხვა კომპანიები გთავაზობენ 1 თვემდე სესხს, რომელზეც იხდით საკომისიოს/პროცენტს და ხელფასის დღეს ისტუმრებთ ძირ თანხას, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენი ხელფასიდან დარჩენილი თანხა არ გყოფნით შემდეგ ხელფასამდე ვალების გარეშე მისაღწევად და იღებთ მორიგ კრედიტს. ზიპ კრედიტი კი ორიენტირებულია რომ თქვენ 36 თვემდე პერიოდში, ნელნელა გადაიხადოთ თქვენი ვალდებულება.

 

რატომ ZIP Credit?

 

5000 ლარამდე 36 თვიანი ანუიტეტური კრედიტი საშუალებას გაძლევთ ნელნელა, უმტკივნეულოდ გადაფაროთ დავალიანება, პროცენტი და ძირი იფარება ერთად და ვადის ბოლოს კრედიტი გადახდილია, ანუ თქვენ არ გიწევთ ძირი თანხის მოგროვება და მისი ერთიანად დაბრუნება.

კრედიტის მომხმარებლის სურვილზე კიდევ უფრო მორგების მიზნით, ზიპ-ს არ აქვს გატანის და წინსწრების საკომისიო, შესაბამისად თუ თანხის გადახდა დროზე ადრე მოგინდათ, არ მოგიწევთ პირგასამტეხლოს გადახდა.