კლიენტები

შპს აზატო

თბილისში ნამცხვრის ახალი სახლი - AZZATO გაიხსნა.

ჩვენი იდეა - შეგვექმნა ყველასაგან გამორჩეული და მიმზიდველი ტკბილეულის სამყარო, განხორციელდა. ჩვენი კონცეფცია მარტივია - მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტები, მაღალტექნოლოგიური საწარმო, სადაც ყველა ჰიგიენური სტანდარტი ზედმიწევნითაა დაცული და უნიკალური რეცეპტებითა და დიზაინით მომზადებული პროდუქტი. ჩვენი თანამედროვე საწარმო შემოგთავაზებთ გამორჩეული დიზაინისა და განუმეორებელი გემოს მქონე ტორტებისა და დესერტების ფართო არჩევანს.

AZZATO-ს ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ევროპული (ბელგიური, ფრანგული და იტალიური) ინგრედიენტების გამოყენებით უმაღლესი კლასის კონდიტერების მიერ, რაც განაპირობებს იმ განუმეორებელ გემოსა და ხარისხს, რომლითაც AZZATO-ს ტკბილეულობა ასე გამოირჩევა სხვა საკონდიტროების ნაწარმისაგან.

ვისაც ერთხელ მაინც დაუგემოვნებია ჩვენი ტკბილეული, აუცილებლად ბრუნდება უკან!