კლიენტები

შპს ,,აჭარა+" (Holiday Inn Tbilisi)

შესანიშნავი 21 სართულიანი შუშის შენობა იყო ქალაქის სიმბოლო საბჭოთა ეპოქაში. მისი ტრანსფორმაციის შემდეგ Holiday Inn Tbilisi სტუმრებს უმასპინძლებს 252 სასტუმრო ოთახით : Standard, Business და Executive სასტუმრო ოთახები.

ოთახებს ახასიათებს ელეგანტური ინტერიერი, ორიგინალური გაფორმებები, რომელიც შეგიქმნით კომფორტულ გარემოს. განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები, რომელიც ინარჩუნებს სასტუმრო „აჭარის“ ბრწყინვალე არქიტექტურას.

ჩამოსვლისთანავე, იგრძენით თავი ისე როგორც საკუთარ სახლში. თქვენ ისიამოვნებთ შესანიშნავი ატმოსფეროთი, რომელიც შეხამებულია ხარისხიან მომსახურებასთან. 

სასადილო დარბაზი გაფორმებულია ულამაზესი დიზაინის შპალერით, მდიდრული აფრიკული იატაკით თქვენთვის დასვენებისა და გართობის ხასიათის შესაქმნელად.Holiday Inn Tbilisi გთავაზობთ მყუდრო სამუშაო გარემოს, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს საქმეზე. თუ თქვენ საქმიანი ვიზიტით იმყოფებით, თქვენთვის გარანტირებულია სამუშაო სიტუაცია და თქვენი ბიზნეს გეგმების წარმატება.უფასო და სწრაფი ინტერნეტი ყველა ოთახში გახდის თქვენს ვიზიტს სასიამოვნოს და პროდუქტიულს.