კლიენტები

ჯი პი სი

ჯიპისი ეს არის ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო, საწარმოო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

”ჯიპისი” დაარსების დღიდან გამოირჩევა, როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია. ბრენდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების დისტრიბუციაზე და აფართოვებს და ზრდის აქტივობების არეალს ყოველდღიურად. ამჟამად, კომპანიას შემოაქვს კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები და პირველმა ბაზარზე შექმნა სააფთიაქო ქსელში ექსპრეს კლინიკები და პირველმა საქართველოში ამერიკული ტიპის აფთიაქები,  ე.წ. ”დრაგ სთორი”.