კლიენტები

შპს "4ფინანსი" (vivus.ge)

Vivus.ge არის ჯგუფი „4Finance“-ის ბრენდი, რომლის მთავარი პროდუქტია ონლაინ სესხები, რომელსაც იცნობენ და ენდობიან მსოფლიო მასშტაბით.

ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ სასწრაფოდ გჭირდება ფული. 2005 წელს ჯგუფმა „4Finance” შესთავაზა მომხმარებელს სრულიად ინოვაციური პროდუქტი, სწრაფი სესხი, რომელიც გულისხმობს სესხის მიღებას უმოკლეს დროში ონლაინ რეჟიმში.

Vivus.ge უკვე საქართველოშია. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ონლაინ სესხი, ნებისმიერ დროს, 24/7, რომელიც დამუშავდება ჩვენს სამუშაო საათებში.

მარტივი აპლიკაცია, უსწრაფესი დასტური, კომფორტული მომსახურება - ეს ჩვენი სერვისია. ჩვენ უკვე გავეცით 3 500 000-ზე მეტი სესხი მსოფლიოს მასშტაბით. თუ გსურთ სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში მიიღოთ ინტერნეტ სესხი პირად საბანკო ანგარიშზე, მაშინ თქვენ სწორ ვებგვერდზე იმყოფებით.

შპს "4ფინანსი" (vivus.ge) რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ს/კ 401978605. ჩვენი მისამართია: ც. დადიანის ქ. #7, 0101, თბილისი, საქართველო. ტელ: (032) 2 47 37 37. Vivus.ge-დან შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი 50 - 650 ლარამდე 1-30 დღემდე ვადით. ყველა აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 20 წლის. პირველი სესხის არის უპროცენტო. განმეორებით სესხზე თვიური საპროცენტო განაკვეთი არის 5,5 - 15%, თუმცა დღეების რაოდენობის მიხედვით იცვლება, ნაკლებ დღეზე ნაკლებია პროცენტი. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 435%. გასათვალისწინებელია რომ სესხი არის 1 თვიანი, შესაბამისად მართებულია ვიხელმძღვანელოთ 5,5%-15%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

Vivus.ge-ს არ აქვს არანაირი ფარული ხარჯი ან გადასახადი. პირობები არის გამჭვირვალე. სესხის გაცემამდე მოწმდება კლიენტის საკრედიტო ისტორია. თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში თქვენ კვლავ შეგიძლიათ ისესხოთ გაზრდილი ლიმიტის ფარგლებში. ვადაგადაცილების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას დასაფარი თანხის შესახებ. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გერიცხებათ პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 1%. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თანხის დროულად დაფარვას, შეგიძლიათ ისარგებლოთ გადავადების სერვისით. გთხოვთ გაითვალიწინოთ, რომ სესხის დროულად დაუბრუნებლობამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს თქვენს საკრედიტო ისტორიაზე.