გადასახადები

გადასახადების მიმართულებით ჩვენი მომსახურება მოიცავს: საგადასახადო აუდიტს და საგადასახადო კონსულტაციებს.

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტის მომსახურება მოიცავს შემდეგს: საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებში ასახული ინფორმაციის საბუღალტრო მონაცემებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, საანგარიშო პერიოდის მიხედვით კლიენტის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და კლიენტის საგადასახადო ანგარიშგებების შემოწმება შესაძლო საგადასახადო რისკების გამოვლენის მიზნით.

საგადასახადო აუდიტის ფარგლებში ATA Partners გთავაზობთ:

  • საანგარიშგებო პერიოდების საგადასახადო აუდიტი;
  • მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის საგადასახადო აუდიტი;

 

საგადასახადო კონსულტაციები

საგადასახადო დაგეგმვა

ATA Partners -ი არამარტო აქტიურად ზრუნავს საგადასახადო კანონმდებლობასა და რეგულაციებში შესული სიახლეეებით თავისი კლიენტების დროულ ინფორმირებაზე, არამედ აქტიურად იღებს მონაწილეობას საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც მიმართულია გადასახადების  ოპტიმიზაციისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ

ჩვენ ვართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან არსებული საგადასახადო კოდექსის კომენტირების პროფესიული საბჭოს წევრები, რაც თავის მხრივ განაპირობებს  ჩვენი კონსულტაციების სანდოობის ხარისხს და განსაზღვრავს მასზე არსებული  მოთხოვნის მაღალ დონეს.

ATA Partners-ში საგადასახადო დაგეგმვა წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების ძირითად და უმთავრეს ელემენტს. ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დაგეგმვას:

  • კომპანიის დონზე;
  • ინდივიდუალურ დონეზე;

ცალკეული ოპერაციებისა და ტრანზაქციების დონეზე;

 

ჩვენ გთავაზობთ ისეთ პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას, რომლის გამოყენებასაც თქვენ გრძელვადიანი მიზნებისთვის შეძლებთ. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად,  თქვენ თვითონ გააკონტროლებთ საგადასახადო რისკებს, რომლებიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, ასევე, გექნებათ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათთან გამკლავების მეთოდებთან დაკავშირებით.

ჩვენთან  დასაქმებულ კვალიფიციურ კადრებს შესწევთ უნარი  ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩამოაყალიბონ თქვენზე მორგებული ბიზნეს-სტრატეგია. საგადასახადო დაგეგმვის ბიზნეს სტრატეგიად გარდაქმნით თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ჩვენი გამოცდილება და წვდომა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობასთან და ამით შეამციროთ არსებული ან/და პოტენციური საგადასახადო რისკები.

 

წინასწარი გადაწყვეტილება

ATA Partners  გთავაზობთ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წერილის მომზადების მომსახურებას, რომელიც მოიცავს:

  • გადაწყვეტილების ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების წინასწარ შესწავლასა და მიმოხილვას;
  • ამ ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას და შეფასებას;
  • გადაწყვეტილების მოთხოვნის წერილის მომზადებას;
  • სამსახურთან ერთად წინასწარი გადაწყვეტილების წერილთან დაკავშირებულ განხილვებში მონაწილეობას.

საგადასახადო ორგანოსთვის წინასწარი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის დოკუმენტია. გადასახადის გადამხდელისთვის კი გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება არის საგადასახადო ორგანოს ოფიციალური მიდგომა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელი, რომელიც მოქმედებს მისთვის გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში, კანონმდებლობით დაცულია გადასახადის და სანქციების დარიცხვისგან. 

წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის პროცესი, განაცხადის ჩაბარებიდან ოფიციალური პასუხის მიღებამდე, მოიცავს დისკუსიებსა და განხილვებს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებსა და  გადასახადის გადამხდელს შორის, რაც ასევე საჭიროებს ჩვენი, როგორც საგადასახადო კონსულტანტების ჩართულობას პროცესში.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა არ უნდა გამოიყენოს წინასწარი გადაწყვეტილება, თუ მასში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები  არ შეესაბამება რეალობას ან არასრულია.  შესაბამისად, როდესაც გადასახადის გადამხდელი აკეთებს განაცხადს მისთვის წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით, ოპერაციის ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით ახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. სხვაგვარად, შესაძლოა არსებობდეს რისკი იმისა, რომ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა აღმოჩნდეს უშედეგოდ დახარჯული, თუ ჩაითვლება, რომ  წინასწარ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივი გარემოებები არის არასწორად ან არასრულად აღწერილი. ამიტომაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოცდილი საგადახადო კონსულტანტის ჩართულობა მთელს პროცესში. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი გამოცდილებას გთავაზობთ.

 

საგადასახადო საჩივარი/დავები

ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციებს  საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და მოვახდენთ საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას.

ჩვენ დაგეხმარებით საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებაში, ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოქმნილ საგადასახადო  დავებში და დავიცავთ თქვენს ინტერესებს.

ჩვენ წარმოვადგენთ და დავიცავთ თქვენს ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში.

 

საგადასახადო დიუდილიჯენსი

ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დიუდილიჯენსს, რომელიც მოიცავს იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ განსახორციელებელი ბიზნეს ოპერაციის წინასწარ შესწავლას,  შეფასებას და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს საგადასახადო ჭრილში.

 

საერთაშორისო დაბეგვრა

ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს უცხოური ინვესტიციების ეფექტური მართვისთვის ესაჭიროებათ კვალიფიციური მრჩევლები, რომლებიც დაეხმარებიან  მათ ოპერაციების დაგეგმვაში, ანალიზში და რისკების მართვაში.

ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო დაბეგვრის და საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან ორმაგ დაბეგვრაზე გაფორმებული საგადასახადო ხელშეკრულებების  ცოდნას და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც თავიდან აგარიდებთ თქვენი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავლების ორმაგად დაბეგვრას.

 

ტრანსფერ ფრაისინგი

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება, ე.წ. ტრანსფერ ფრაისინგი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება.  ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის არსებულმა ტრანსფერულმა ფასწარმოქმნამ, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის საბაზრო პრინციპთან, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა  მოახდინოს საწარმოების დასაბეგრ მოგებაზე. ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსი საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების რამდენიმე მეთოდს გვთავაზობს. შესაბამისი მეთოდის შერჩევა  მოითხოვს კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს. არასწორად შერჩეულმა მეთოდმა  კი შესაძლოა მნიშვნელოვანი დანახარჯები წარმოქმნას  კომპანიებისთვის.

ATA Partners  გთავაზობთ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას და საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებას.