საბუღალტრო აღრიცხვა

ჩვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ პროფესიულ მომსახურებას, რომელსაც გაგიწევთ სერთიფიცირებულ ბუღალტერთა გუნდი, ხოლო მათი კვალიფიკაცია და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ იყოთ ინფორმირებულები გადაწყვეტილებების მიღების დროს. თავის მხრივ ინფორმაციული უზრუნველყოფა შეამცირებს არასწორი გადაწყვეტილებით გამოწვეულ რისკს და თავიდან აგარიდებთ მოსალოდნელ   ნეგატიურ შედეგებს.

ATA Partners-თან საბუღალტრო მომსახურებაზე დადებული თითოეული გარიგება ჩვენი პროფესიონალების მიერ ინდივიდუალურადაა მორგებული კლიენტების მოთხოვნილებებზე. ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული  საბუღალტრო მომსახურება სრულად შეესაბამება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

ATA Partners გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის აუთსორსინგის რამდენიმე დონეს:

მთავარი ბუღალტერი

მთავარი ბუღალტრის მომსახურება მოიცავს:

  • კომპანიის ბიზნეს სპეციფიკიდან გამომდინარე სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას
  • ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკასთან;
  • დავალებების დელეგირებას და ინსტრუქტაჟს;
  • ზედამხედველობას ბიზნესოპერაციების დროულ,ზუსტ და სრულ ასახვაზე ბუღალტრულ აღრიცხვაში;
  • მმართველი მენეჯმენტისათვის ფინანსური და სხვა ტიპის ანგარიშგების მომზადებას შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით;
  • მიმდინარე ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის კონტროლს.

ბუღალტერ-ოპერატორი

ბუღალტერ-ოპერატორი წარმოადგენს ე.წ. დამხმარე ბუღალტერს, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: მიმდინარე ოპერაციების  დამუშავება და  სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოება პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე და ასახვა კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის შესაბამისად კომპანიის საბუღალტრო ბაზაში.

სრული საბუღალტრო მომსახურება

სრული საბუღალტრო მომსახურების პაკეტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ აერთიანებს მთავარი ბუღალტრისა და ბუღალტერ-ოპერატორის ფუნქციებს, რომელსაც პროფესიონალ  ბუღალტერთა გუნდი უზრუნველყოფს.

გასული სააანგარიშო პერიოდების ბუღალტერია

ჩვენ ასევე გთავაზობთ გასული საანგარიშო პერიოდების საბუღალტრო მონაცემების დამუშავებას  მთავარი ბუღალტრის, ბუღალტერ-ოპერატორის და სრული საბუღალტრო მომსახურების დონეზე.