საგადასახადო დაგეგმვა და დიუდილიჯენსი

ATA Partners -ი არამარტო აქტიურად ზრუნავს საგადასახადო კანონმდებლობასა და რეგულაციებში შესული სიახლეეებით თავისი კლიენტების დროულ ინფორმირებაზე, არამედ აქტიურად იღებს მონაწილეობას საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც მიმართულია გადასახადების  ოპტიმიზაციისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისკენ.

ჩვენ ვართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან არსებული საგადასახადო კოდექსის კომენტირების პროფესიული საბჭოს წევრები, რაც თავის მხრივ განაპირობებს  ჩვენი კონსულტაციების სანდოობის ხარისხს და განსაზღვრავს მასზე არსებული  მოთხოვნის მაღალ დონეს.

ATA Partners-ში საგადასახადო დაგეგმვა წარმოადგენს საკონსულტაციო მომსახურების ძირითად და უმთავრეს ელემენტს. ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დაგეგმვას:

  • კომპანიის დონზე;
  • ინდივიდუალურ დონეზე;
  • ცალკეული ოპერაციებისა და ტრანზაქციების დონეზე;

ჩვენ გთავაზობთ ისეთ პროფესიულ ცოდნასა და კვალიფიკაციას, რომლის გამოყენებასაც თქვენ გრძელვადიანი მიზნებისთვის შეძლებთ. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად,  თქვენ თვითონ გააკონტროლებთ საგადასახადო რისკებს, რომლებიც შესაძლოა წამოიჭრას მომავალში, ასევე, გექნებათ შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათთან გამკლავების მეთოდებთან დაკავშირებით.

ჩვენთან  დასაქმებულ კვალიფიციურ კადრებს შესწევთ უნარი  ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩამოაყალიბონ თქვენზე მორგებული ბიზნეს-სტრატეგია. საგადასახადო დაგეგმვის ბიზნეს სტრატეგიად გარდაქმნით თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ჩვენი გამოცდილება და წვდომა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობასთან და ამით შეამციროთ არსებული ან/და პოტენციური საგადასახადო რისკები.

ჩვენ გთავაზობთ საგადასახადო დიუდილიჯენსს, რომელიც მოიცავს იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული პროექტების საგადასახადო შესაბამისობის ანალიზს, განსახორციელებელი ბიზნეს ოპერაციების წინასწარ შესწავლას,  შეფასებას და მოსალოდნელი შედეგების პროგნოზს საგადასახადო ჭრილში.