ფინანსური აუდიტი

შპს „ეი-თი-ეი ფინანსური აუდიტი“ სპეციალიზირებულია ფინანსური აუდიტის მიმართულებით და ამ კუთხით მომსახურებას უწვეს შემდეგ კომპანიებს:

  • East Gate Group,
  • SEU,
  • Gas Trading LLC,
  • Georgian Petroleum LLC,
  • Portal LLC.

არსებობის მოკლე დროის მიუხედავად, კომპანიამ უკვე შეძლო და მოიპოვა დამკვეთების ნდობა, რაც უპირატესად განპირობებულია დამკვეთებთან გულისხმიერი და ეთიკური ურთიერთობებით, მაღალი პროფესიონალიზმით, გამოცდილი გუნდით და მუდმივად განვითარებაზე/სწავლაზე/სიახლეებზე ორიენტირებით.

კომპანიამ მიიღო დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) და შეიმუშავა აუდიტის სპეციფიკაზე სრულად მორგებული აუდიტის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მომსახურების მაღალი ხარისხის ფორმირებაში, ასვე საშუალებას იძლევა დროისა და რესურსების ეფექტურობის ამაღლების ხარჯზე მივიღოთ სათანადო შედეგი მაქსიმალურად რაციონალურ დროში.

შპს „ეი-თი-ეი ფინანსური აუდიტის“ მუშაობის მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო აუდიტის სტანდარტებს (International Standards on Auditing), რაც გულისხმობს დამკვეთი ორგანიზაციების შიდა კონტროლის გარემოს შეფასებას, რისკების იდენტიფიცირებას და აუდიტის პროცედურების იმგვარად დაგეგმვას, რომ შესაძლებელი იყოს დამკვეთის ფინანსური ანგარიშგების მაქსიმალურად სწორად წარმოდგენა, რაზეც საბოლოოდ აუდიტორმა უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

მომავალი მიზნები:

უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს ხარისხის კონტროლის გავლას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ზედამხედველობის სამსახურში, რომ მიიღოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.