კომპანიის შესახებ

ATA Partners დაარსდა 2013 წელს ირაკლი სირაძისა და გიორგი კვერხელიძის მიერ. ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მრავალპროფილიან საკონსულტაციო, საგადასახადო აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურების გამწევ კომპანიას.  არსებობის მოკლე პერიოდის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ საიმედო და მაღალი ხარისხის პროფესიული მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაცია.

ATA Partners-ში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კლიენტებთან ურთიერთობას.  ჩვენ რეგულარულად ვხვდებით კლიენტებს, მათთან ერთად განვიხილავთ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ვაფასებთ შესაძლო რისკებს და ვეხმარებით მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ჩვენ მუდმივად მზად ვართ არსებული რესურსები სრულად მოვახმაროთ კლიენტთა ინტერესებსა და პრობლემებს,  ვიყოთ შემოქმედებითი, ინოვაციური და კლიენტების საჭიროებებზე მორგებული კომპანია. ჩვენი საქმიანობის შედეგია კლიენტებთან არსებული ძლიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვნად გამოარჩევს ATA Partners- ქართულ ბაზარზე.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

 

 

წარმოება

 

 

დისტრიბუცია

 

 

ტექნოლოგიები

 

 

ფინანსები

 

 

ვაჭრობა

 

 

უძრავი ქონება

 

 

სასტუმრო ბიზნესი

 

 

ტურიზმი

ჩვენი უპირატესობებია:

> კვალიფიციური პერსონალი

ჩვენ გვყავს კვალიფიციური პერსონალი და მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.

 მეტი კომუნიკაცია       

ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს კლიენტებთან და ვაცნობთ მოვლენათა განვითარებას. არსებული საბუღალტრო და საკანონმდებლო სისტემის პირობებში, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რეგულარულად იყო ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. შესაბამისად, კლიენტებს პერიოდულად ვუგზავნით განახლებულ ინფორმაციებს უახლესი კანონებისა და რეგულაციების შესახებ.

> დროული რეაგირება     

ჩვენი სამუშაო გუნდი მუდმივად მზად არის ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება საჭიროების შემთხვევაში.

 შედეგზე ორიენტირებული მომსახურება                       

დამკვეთებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, რაც განაპირობებს პროცესის გამარტივებასა და ეფექტურ მართვას. ჩვენ ვსწავლობთ პოტენციურ გამოწვევებს და ვეხმარებით კლიენტებს მათ გადალახვაში, არსებული რესურსების უკეთ გამოყენების მიზნით.

> პასუხისმგებლობის დაზღვევა

კომპანიის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 1 მლნ ლარით და უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურეობით.