რატომ ATA Partners

> კვალიფიციური პერსონალი

ჩვენ გვყავს კვალიფიციური პერსონალი და მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებაზე.

მეტი კომუნიკაცია       

ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს კლიენტებთან და ვაცნობთ მოვლენათა განვითარებას. არსებული საბუღალტრო და საკანონმდებლო სისტემის პირობებში, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რეგულარულად იყო ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ. შესაბამისად, კლიენტებს პერიოდულად ვუგზავნით განახლებულ ინფორმაციებს უახლესი კანონებისა და რეგულაციების შესახებ.

> დროული რეაგირება     

ჩვენი სამუშაო გუნდი მუდმივად მზად არის ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება საჭიროების შემთხვევაში.

შედეგზე ორიენტირებული მომსახურება                       

დამკვეთებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, რაც განაპირობებს პროცესის გამარტივებასა და ეფექტურ მართვას. ჩვენ ვსწავლობთ პოტენციურ გამოწვევებს და ვეხმარებით კლიენტებს მათ გადალახვაში, არსებული რესურსების უკეთ გამოყენების მიზნით.

> პასუხისმგებლობის დაზღვევა

კომპანიის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია 1 მლნ ლარით და უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურეობით. ის თავის თავში მოიცავს იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, რომელიც წარმოიშვება პროფესიული საქმიანობიდან მესამე მხარის წინაშე მის ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით.